ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თურქული ტურისტული კომპანიები საქართველოს მიმართულებით ტურებს აუქმებს . ინფორმაციას თურქული მედია ტუროპერატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თურქული გამოცემა Gercek Gundem წერს, ტურები გააუქმეს როგორც მსხვილმა, ასევე შედარებით მცირე კომპანიებმა. მათმა ნაწილმა ტურები მხოლოდ ბათუმის მიმართულებით გააუქმა, ნაწილი კომპანიების შეზღუდვა კი მთლიანად საქართველოს შეეხო. გაუქმებულ ტურებს შორისაა საახალწლო მოგზაურობებიც.

Discussion about this post