TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ზიზღის ენა, რომელიც იმპორტირებულია, გარედან მოდის, უნდა შეჩერდეს” – შალვა პაპუაშვილი

ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია – ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმითვე, „ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს“.

„ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში. გულწრფელი ემოციური დაზიანებული ადამიანებიც არსებობენ, თავისუფალი ხალხი რომ არის ზოგიერთი. საქმეც ესაა, მოწყვლადი ადამიანების ჯგუფია. მათ შორის, ამის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირის საელჩომ ფული უნდა დახარჯოს, უნდა დახარჯოს ამ ადამიანების ბრაზის მართვის თერაპიაში. იმიტომ, რომ ემოციურად დაზიანებული მოწყვლადი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს. რამდენჯერაც სიძულვილის ფაქტები მოხდა, იმდენჯერ გამოვიდა ხან ევროკომისიის პრესსპიკერი, ხან რომელიღაც ელჩი, ხან რომელიმე კომისარი და ყოველ ჯერზე, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მარიამ ლაშხზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ხალხს, რომელიც ამას ჩადიან. ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. აშშ-ის წინა ელჩს უყვარდა ხოლმე იმის თქმა, რომ ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი. ზუსტად, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი სქემაა, როდესაც სხვა საზოგადოებაში სოციალური ქსელის მეშვეობით დაპირისპირების შემოღება გსურს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმითვე, „ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარედან იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს“.

„ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან, უცხოეთიდან არის შემოტანილი და იმპორტირებულია, ეს იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებლები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი. ამიტომ, მოპასუხეები არ არიან ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელში თავის ბოღმას ანთხევენ, არამედ ის დონორები, ის ელჩები არიან, რომლებიც ახალისებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ამ სიძულვილის კამპანიას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის. სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს.

გაზიარება
წინა პოსტი

“აზრის გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად”-სახალხო დამცველი

შემდეგი პოსტი

“ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი” – მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'