TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 14 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 14 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით “მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე“ მი­ი­ღო. რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 324 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, 25 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 87-მა თავი შე­ი­კა­ვა.

რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი:

“მო­ი­თხოვს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბის მოხ­სნას. ასე­ვე, გმობს მის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ და­კა­ვე­ბა­სა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას;

  • მკაც­რად გმობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ჟი­მის სის­ტე­მურ თავ­დას­ხმას დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ზე, და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე;

გა­მო­ხა­ტავს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბის, შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და მათ მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გამო, მათ შო­რის, ცი­ლის­წა­მე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბის, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბის გამო; მო­ი­თხოვს და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას და მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს და­ში­ნე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა;

მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და სხვა უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი, მათ შო­რის აქ­ტი­ვის­ტი მათე დე­ვი­ძე, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, ნიკა მე­ლია და ნიკა გვა­რა­მია, ასე­ვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ასე­ვე, გმობს “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას ქმრის ძა­ლა­დობ­რივ გა­ტა­ცე­ბას და მისი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ და­მუქ­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას;

ყვე­ლა რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უქ­მე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის აღ­დგე­ნი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის;

მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­შირს, სა­ქარ­თვე­ლო­ში FARA-ს ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ გა­აძ­ლი­ე­როს მხარ­და­ჭე­რა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ და მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი აწარ­მო­ოს;

სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს საბ­ჭოს, წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და კო­მი­სი­ის მხრი­დან მუდ­მი­ვი უმოქ­მე­დო­ბის გამო და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, და­ა­წე­სონ ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­თაც დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ენი­ჭე­ბათ;

ავა­ლებს თა­ვის პრე­ზი­დენტს, გა­და­უგ­ზავ­ნოს ეს რე­ზო­ლუ­ცია საბ­ჭოს, კო­მი­სი­ას, წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და პარ­ლა­მენ­ტებს, ევ­რო­პის საბ­ჭოს, ეუთო-ს, პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, – ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა შეს­წო­რე­ბა და­ამ­ტკი­ცეს და რე­ზო­ლუ­ცი­ას კი­დევ ერთი პუნ­ქტი და­ე­მა­ტა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი:

“გა­მოთ­ქვამს შეშ­ფო­თე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის ბოლო ტალ­ღის გამო, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა, რო­გო­რი­ცაა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო, ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის დე­ტა­ლურ ფი­ნან­სურ, იუ­რი­დი­ულ და ოპე­რა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სამი სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში ითხოვს. ხაზს უს­ვამს, რომ ეს მო­თხოვ­ნა თა­ვის­თა­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია და სა­მიზ­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბი­სა და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის რისკს ქმნის“.

გაზიარება
წინა პოსტი

“ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი ” – გია ვოლსკი

შემდეგი პოსტი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'