TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?

ზაფხულის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, რადგან მზესთან, მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა ამ სეზონს გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან… მაგალითად, მზიანი ამინდი და სიცხე ორგანიზმზე პირდაპირ მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სახიფათო პრობლემა, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, არის დეჰიდრატაცია — მდგომარეობა, როცა ორგანიზმის მიერ გახარჯული სითხე მიღებულზე მეტია.

დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, მოხუცებსა და სპორტულად აქტიურ ადამიანებში, ის სერიოზულ გართულებებს იწვევს: მათ შორისაა გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, გულისრევა, დაბალი წნევა, შარდის გამოყოფის შემცირება, ძლიერი სისუსტე და ა. შ.

მიზეზები საკმაოდ მარტივია: მაღალი ტემპერატურა, მზის პირდაპირი ზემოქმედება, სხეულის მომატებული ოფლიანობა და სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება.

როგორ ამოვიცნოთ დეჰიდრატაცია?

მაგალითად, პირველადი ნიშნები შეიძლება იყოს პირის სიმშრალე, მომატებული წყურვილი, დაღლილობა და კანის ელასტიკურობის კლება. ასევე, შარდი მუქი ფერის ხდება.

ამავდროულად, ბავშვებში შეიძლება შეინიშნებოდეს ცრემლების არარსებობა ტირილის დროს, პირსახის სიფერმკრთალე ან შფოთვა. ხანგრძლივი დეჰიდრატაცია უკვე აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, თირკმელებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების დროული ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება.

როგორ დავიცვათ თავი დეჰიდრატაციისგან?

უპირველესი და მარტივი რეკომენდაციაა — დალიეთ მეტი წყალი. თუმცა მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი, როცა უკვე გამოხატული სიმპტომები გაწუხებთ ან სხეული ინტენსიურად კარგავს ელექტროლიტებს ოფლის მეშვეობით უნდა მიმართოთ ექიმს.

ზაფხულში სასურველია ღია ფერის, მსუბუქი და ფერმკრთალი ტანსაცმლის ტარება, რომელიც მზის სხივებს არ იზიდავს და ოფლიც ნაკლებად გამოიყოფა. ასევე, დღის ყველაზე ცხელ პერიოდში — დაახლოებით 12-დან 4 საათამდე — სჯობს პირდაპირ მზეს მოერიდოთ, დარჩეთ ჩრდილში ან კონდიცირებულ სივრცეში და არ განახორციელოთ ფიზიკურად ინტენსიური საქმიანობა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების ნაკლებად მიღება, რადგან ისინი ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას უწყობს ხელს. სანაცვლოდ, რაციონი ხილითა და ბოსტნეულით უნდა გაამდიდროთ, რადგან ისინი ბუნებრივად შეიცავს წყალს.

გაზიარება
წინა პოსტი

ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა

შემდეგი პოსტი

მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი – “ყვარყვარე თუთაბერი” მესხიშვილის თეატრის სცენაზე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'