კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო .დოკუმენტის თანახმად, ის 2016 წლიდან თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ერთ ბინას ფლობს, რომელიც 157.8 კვადრატული მეტრის ფართობის არის და ჩუქებით მიიღო. ამავე მისამართზე მას ასევე რეგისტრირებული აქვს 20 კვ.მ-ის ფართობის მქონე ავტოფარეხი. დეკლარაციით ირკვევა, რომ 2025 წელს კობახიძემ ანაზღაურების სახით 140,860 ლარი მიიღო. ასევე, დოკუმენტის შევსების მომენტში კობახიძეს დანაზოგის სახით 30 ათასი დოლარი და 61.2 ათასი ლარი ჰქონდა. ირკვევა, რომ კობახიძემ შვილების სწავლაში 2025 წელს 39,970, 2026 წელს კი – 32,917 ლარი გადაიხადა.

Discussion about this post