ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც იანვარში, ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციის ოფიცრების განზრახ დაშავებაში იყო ბრალდებული . ინფორმაციას Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შაჰრამ სადეგი 8 იანვარს კარაჯში პოლიციის ოფიცრებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში დაადანაშაულეს. მათივე ცნობით, შეჯახების შედეგად პოლიციის შვიდი ოფიცერი დაშავდა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა
სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო „ირანის ჯაშუშობის შესახებ“ კანონის საფუძველზე – „ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მტრულად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ განხორციელებული ოპერატიული მოქმედების გამო“

Discussion about this post