გურჯაანში, ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე ამორტიზებული ბეტონის საფარი ჩატყდა და 60 წლის ნუგზარ მგალობლიშვილი გაუქმებულ, წყლის ძველ მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა .ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილს ზევიდან გრუნტი და მწვანე საფარი ფარავს, რის გამოც ვიზუალურად უსაფრთხო ჩანს, რეალურად კი საფარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო. მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორია ბავშვების სათამაშო სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, თუმცა, სრულად მოუწესრიგებელი იყო. ისინი გურჯაანის მერიას არსებული საფრთხის შესახებ რეაგირებას სისტემატურად სთხოვდნენ.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივები შესაბამისი უწყებებისგან პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

Discussion about this post