სენაკში 13 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროების ბრალდებით დაკავებულ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს -გადაწყვეტილება სენაკის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. ინფორმაციას კი სოციალურ ქსელში ლუკა კილასონია ავრცელებს:
“მეგობრული კონტექსტი“ – 11 წელი.
სამი ადვოკატი, უამრავი არგუმენტი და მცდელობა, რომ ბავშვის მიმართ მიუღებელი ქმედებებისთვის რაც შეიძლება „რბილი“ სახელები ეპოვათ.
კისერში კოცნა – „მეგობრული კონტექსტი“.
საზღვრების გადაკვეთა – ალბათ „განსაკუთრებული სითბო“.
და ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი სრულიად სხვა სახელს დაარქმევდა, სიტყვების თამაშით თურმე ჩვეულებრივ ურთიერთობად უნდა ქცეულიყო.
სამწუხაროდ, ერთი რამ გამორჩათ: სიტყვების გადარქმევა რეალობას ვერ ცვლის.
სამი ადვოკატი იცავდა. ეს მათი უფლებაა.
მაგრამ, როგორც ჩანს, სამმა ადვოკატმაც ვერ შეძლო 11 წლის თავისუფლების აღკვეთის „მეგობრულ კონტექსტად“ გადაქცევა.
დღეს სასამართლომ საკუთარი შეფასება გააკეთა.
და ახლა ალბათ ყველაზე რთული ის იქნება, რომ სასამართლოს განაჩენს „მეგობრული კონტექსტი“ ვეღარ დაერქმევა.
❌️11 წელი.
ზოგჯერ ადამიანს საკუთარი სიტყვები ყველაზე მწარედ უბრუნდება – განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ ბავშვის საზღვრების დარღვევას „მეგობრობით“ შეფუთო.
ბავშვის ნდობა სათამაშო არ არის.
და „ღვაწლმოსილება“ არც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბილეთია” -წერს ის
13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მასწავლებლის წინააღმდეგ გამოძიება 17 მარტს დაიწყო. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

Discussion about this post