უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროკომისიის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს.
“უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ჩვენ ბრიუსელში უკრაინის დროშას აღვმართავთ რათა მან ამაყად იფრიალოს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ნამდვილი ადგილია. უკრაინა დაიბრუნებს თავის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს ჩვენს კავშირში“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს.

Discussion about this post