რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დრონებით დაარტყა .ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ გვიან ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა ოდესის ოლქში მდებარე გამშვები პუნქტის – „ვინოგრადოვკა – ვულკანეშტის“ ინფრასტრუქტურა. მედიის ინფორმაციით, მესაზღვრეები სხვა გამშვები პუნქტებით სარგებლობას ითხოვენ. ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე სხვადასხვა გამშვებ პუნქტზე ეს უკვე მესამე იერიშია

Discussion about this post