სამხრეთ კორეამ პოლონეთში საბრძოლო ტანკები გაგზავნა, რომელიც რუსეთის საზღვართან განლაგდება.ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტანკების პარტიის მიწოდება პოლონეთსა და სამხრეთ კორეას შორის 2025 წლის 1 აგვისტოს ხელმოწერილი კონტრაქტის შედეგია. კერძოდ, ქვეყნები შეთანხმდნენ 180 სამხედრო მანქანის, მათ შორის 64 ტანკის მიწოდებაზე, რომლებიც ნაწილობრივ პოლონური კომპონენტებისგან არის აწყობილი.
ამჯერად სამხრეთ კორეამ პოლონეთში 28 ერთეული ტანკი გაგზავნა.

Discussion about this post