საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა . როგორც ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, შემთხვევა სოფელ თულარში მოხდა – არასრულწლოვანი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საქანელაზე ქანაობდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე თოკები გადაიგრიხა – სწორედ ამან იმსხვერპლა გოგონა. გამოცემის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

Discussion about this post