ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, 2 500-მდე კი დაკარგულად ითვლება .BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ წყალდიდობის შემდეგ გვირაბებში ჩარჩენილი ასობით ადამიანის გასათავისუფლებლად ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში, მათ შორის Trishuli-3A ობიექტზე ძალისხმევას აძლიერებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეკიპაჟები, მათ შორის ექსპერტები ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ცდილობენ დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით გვირაბიდან არანაირი პასუხი არ მიუღიათ
ჩიტვანის რაიონში ამოუცნობ დაღუპულებს კრძალავენ, რომელთა ცხედრებიც ნაპირზე გამოირიყა. როგორც მედია წერს, ხელისუფლება ცხედრების დნმ-ის ნიმუშებს ინახავს, რათა მოგვიანებით ოჯახის წევრების დნმ-ს შეუსაბამონ და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება მოახდინონ. მათივე ინფორმაციით, 272 ცხედრიდან თითქმის 200 გუშინ დაკრძალეს და ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დარჩენილი ცხედრების დაკრძალვა დღეს დასრულდება

Discussion about this post