“ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, თათბირი მქონდა მომლაპარაკებელ გუნდთან. მზად ვართ საუბრისთვის. უკრაინა ყოველთვის არის და იქნება კონსტრუქციული. ჩვენ დაინტერესებული ვართ ომის დასრულების მოახლოებით. მშვიდობა საჭიროა. უსაფრთხოების გარანტიები საჭიროა. ომის შემდგომი მშვიდობის ღირსეული ხასიათია საჭირო. ჩვენი წინადადებები მომზადებულია. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ კოორდინირებულად, შინაარსიანად და რეალისტურად. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს, უმაღლესი რადას სპირეს დავით არახამიას, თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი კისლიცას შეხვდა.
გუშინ მოსკოვში ტრამპის წარმომადგენლები პუტინის შეხვდნენ. რუსული მედიის ცნობით, მხარეები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრას. ჯარედ კუშნერმა და სტივ ვიტკოფმა შეხვედრა განცხადებების გარეშე დატოვეს. ისინი დღეს კიევში გაემგზავრებიან.

Discussion about this post