ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა, დაღუპულია 1 342 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა Anadolu Ajansı ნეპალის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სტიქიიდან 11 დღის შემდეგ ნეპალისა და ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, დაკარგულთაგან 850 უცხოელია. მათივე ცნობით, წყალდიდობით დაზარალებული რაიონებიდან ამ დრომდე 13 000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს და გადაარჩინეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 2.56 მილიარდ დოლარად შეფასდა

Discussion about this post