თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს – წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული .ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ შეიარაღებული ნიღბიანი ჯგუფი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ადგილობრივების თქმით ქალი დააბეს და მისი თქმით იძულებული გახდა, თავდამსხმელებისათვის ეთქვა, სად ინახავდა თანხასა და ძვირფასეულობას. თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.

Discussion about this post