“თბილისის 190 საბავშვო ბაგა-ბაღის სისტემის დაფინანსებაზე წლიურად 280 მილიონი ლარი იხარჯება!!! აქედან უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება, მათ შორის კვების ხარჯი, 215,800,000 ლარია!!!
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში კვების პროდუქტების შესყიდვას თბილისის მერიის შესაბამისი უწყების ნაცვლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (ახლა უკვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ახორციელებს.
თუ, მაგალითად, ხაშური, წალენჯიხა, ხელვაჩაური, ჩხოროწყუ, ამბროლაური, ხონი, ყაზბეგი და სხვა მუნიციპალიტეტები თავისი საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის კვებითი პროდუქტების შეძენას თავად ახორციელებენ, მაშინ რატომ არ აკეთებს ამას ყველაზე მსხვილი და პრინციპში, ყველაზე ავტონომიური მუნიციპალიტეტი – თბილისი?! იმიტომ ხომ არა, რომ კალაძის მერიის კორუფციამ ისე შეაწუხათ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებაც ვერ ანდეს?!
ანუ, მომხდარზე პასუხისმგებელია როგორც თბილისის მერია, ისე სახელმწიფო უწყებებიც.
ასეა, კორუფცია, უპასუხისმგებლობა და უცოდინრობა სამწუხაროდ წამლავს!!!” | წერს კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში
ცოტა ხნის წინ მთავარს თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლებმა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ აცნობეს. როგორც ისინი გვიყვებოდნენ, ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები. მთავარის ინფორმაციით, ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი მშობელი გვიყვება, რომ მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა. ბავშვებს პირღებინება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. მშობლის ინფორმაციით, ბავშვებს გადასხმები დასჭირდათ. მისივე ცნობით, მოწამლულია დაახლოებით 10-12 ბავშვი
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა – უწყებამ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება”

Discussion about this post