რუსი ჟურნალისტი: როდის წახვალთ მოსკოვში?
ზელენსკი: რაკეტით
23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, რუსული სახელმწიფო ტელეარხის, „როსია-1“-ის კორესპონდენტმა ვალენტინ ბოგდანოვმა არაერთხელ დაიძახა შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის დედაქალაქში შესაძლო ვიზიტის შესახებ. თავდაპირველად უკრაინის ლიდერი შეძახილებს აიგნორებდა, თუმცა საბოლოოდ მკვეთრი და მოკლე ფრაზით უპასუხა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი ღონისძიებიდან მიემართებოდა.

Discussion about this post