“როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული იქნება… ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ ზოგადად რუსთაველის გამზირის სამუშაოებთან დაკავშირებით. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ არ დავუჯეროთ არავის, თუკი რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით სრულ ინფორმაციას თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას” -ამბობს კახა კალაძე რუსთაველის გამზირიდან.

Discussion about this post