იაპონია უკრაინას 51.5 მილიონ დოლარს გამოუყოფს . ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერმინისტრის, სერჰი კორეცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ უკრაინამ მსოფლიო ბანკის THRIVE პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის, იაპონიის მთავრობისგან მოიზიდა თანხა. მათივე ცნობით, თანხა უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში და იგი სამედიცინო გარანტიების პროგრამის ეფექტიანობის გაზრდასა და უკრაინის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. გამოცემა წერს, რომ THRIVE პროგრამის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია, საიდანაც უკრაინამ უკვე მიიღო 449 მილიონი დოლარი.

Discussion about this post