ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა .ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 სექტემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა – მთავარის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მიმავალ მოქალაქეებს შეეჯახა. შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

Discussion about this post