‼️‼️‼️ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდი — და საქართველო მზად უნდა იყოს.‼️‼️‼️
მსოფლიოში უკვე ვრცელდება ციკლორფინი (Cychlorphine) — ახალი ტიპის სინთეზური ოპიოიდი, რომელიც ფენტანილისგან და ნიტაზენებისგან განსხვავებულ ჯგუფს მიეკუთვნება.
უკვე 10 ქვეყანაშია გამოვლენილი. UNODC-ის მონაცემებით, ციკლორფინი დაკავშირებულია 78 ფატალურ პოსტმორტემულ შემთხვევასთან — აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
ის აღმოჩენილია სხვადასხვა ნარკოტიკში, მათ შორის ფენტანილთან, ჰეროინთან და კოკაინთან შერეულად, ასევე ყალბ ფარმაცევტულ ტაბლეტებში.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ჩვეულებრივმა ფენტანილის ან ოპიოიდის სწრაფმა ტესტმა ციკლორფინი შეიძლება ვერ აღმოაჩინოს.
❗ არ ვამბობ, რომ ციკლორფინი უკვე საქართველოშია. ამის დამადასტურებელი მონაცემი დღეს არ გვაქვს.
მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ მანამდე, სანამ პირველი შემთხვევა ან პირველი სიკვდილი არ დაფიქსირდება.
🚫 და გაფრთხილება ყველას, ვინც უცნობ ნივთიერებას თვითნებურად მოიხმარს: არ ჩათვალოთ, რომ „ეს იგივეა, რასაც ყოველთვის ვიღებდი“. უცნობი შემადგენლობა და განსაკუთრებით ძლიერი სინთეზური ოპიოიდის შესაძლო არსებობა ზედოზირების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ეს უკვე მხოლოდ ნარკოპოლიტიკის საკითხი აღარ არის.
ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა — ვიცოდეთ, რა შემოდის ქვეყანაში, რას შეიცავს შავი ბაზარი და რისგან კვდებიან ადამიანები.
სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს საფრთხის გაჩენამდე და არა პირველი სიკვდილის შემდეგ.-წერს ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში

Discussion about this post