ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, ორ სავაჭრო გემზე დრონების თავდასხმა მოხდა. ერთი გემი ჩაიძირა. ბულგარეთის პრემიერმინისტრის, რუმენ რადევის ოფიციალური განცხადებით, შემთხვევა 13 ოქტომბრის ღამეს, ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მოხდა.
თავდასხმა მოხდა მალტის დროშის ქვეშ მცურავ, უკრაინის საკუთრებაში არსებულ და ოდესის პორტში რეგისტრირებულ სავაჭრო გემ Chelsea 3-ზე. მას თავს სამი საჰაერო უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა. ეკიპაჟის 15-ვე წევრი – 7 უკრაინელი და 8 აზერბაიჯანელი – ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციამ ნაპირზე გამოიყვანა. რამდენიმე მათგანს მცირე დაზიანებები აღენიშნება.
რაც შეეხება მეორე გემს, რომელიც ჩაიძირა – ის Azov Concord-ია. ამ გემიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
როგორც ბულგარეთის პრემიერი აღნიშნავს, მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა „შედეგი რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია“.
რადევი გეგმავს, მომხდარი ინციდენტი ნატოს გენერალურ მდივან რუტესთან განიხილოს და რუსეთის ელჩი დაიბაროს.

Discussion about this post