ე.წ გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო . გადაწყვეტილება ეხება საქმეს “ჭიღლაძე საქართველოს წინააღმდეგ”. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რაც გამოიხატა სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების არაეფექტურ და გაჭიანურებულ გამოძიებაში. კონვენციის მესამე მუხლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ მომჩივანს 3 თვის ვადაში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 800 ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის 2 000 ევრო გადაუხადოს.
გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

Discussion about this post