4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა
“დიახ, ვაღიარებ ბრალს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს პროკურატურა, თუმცა რა პირობებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო. ნანა სანდერს 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი

Discussion about this post