რუმინეთის სანაპიროსთან დრონის თავდასხმის შემდეგ სავაჭრო გემი ჩაიძირა .კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემ Khoryv-ის ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა – 10 უკრაინელი და 3 აზერბაიჯანელი. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ 9 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა, ერთი დაიღუპა, სამი კი დაკარგულად ითვლება
მედიის ცნობით, გემი ამობრუნდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. ხომალდი კონსტანცადან დაახლოებით 24 კილომეტრში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა ჩაიძირა.Digi24-ის მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში შავ ზღვაში დრონების დარტყმის ქვეშ 11 გემი მოჰყვა, მათგან შვიდი – რუმინეთის სანაპიროსთან

Discussion about this post