„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს, სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში აღინიშნება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას, ასევე სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ დღეს, 1 840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა დიდი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი. ადამიანი, რომელმაც განათლება და მშობლიური ენა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების უმთავრეს საფუძვლად აქცია. მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც ერი და სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს, ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა. მასწავლებლობა პროფესიასთან ერთად არის მოწოდება და ზნეობრივი მისია, რომელიც ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის წყურვილი აღძვრას. სწორედ პედაგოგს მიუძღვის ერის წინაშე გადამწყვეტი წვლილი იმ პიროვნებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხვალ ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალსა და წარმატებას განსაზღვრავენ“ -თქვა ყაველაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე

Discussion about this post