ბარსელონა-მოდლინის თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს . ინფორმაციას გამოცემა RMf24 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. მათივე ცნობით, ფრენისას 29 წლის კაცი არასრულწლოვანს ხელით შეეხო, რა დროსაც გოგონამ იყვირა, ხოლო დედამ დაუყოვნებლივ ბორტის პერსონალს მიმართა. გამოცემა წერს, რომ კაცი მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე პოლიციამ და მესაზღვრეებმა დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარედგინა. პოლიციის ინფორმაციით, ის ფხიზელი იყო. კაცი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ნოვი-დვურ-მაზოვეცკის პოლიციის წარმომადგენელმა კატაჟინა ტრემბინსკამ განაცხადა, კაცს არასრულწლოვანის მოტყუებით სექსუალური ხასიათის ქმედებაზე დაყოლიებას ედავებიან. ბრალდების თანახმად, მან მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას თანხმობა არ ჰქონდა. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ კაცს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Discussion about this post