პარაგვაიში მოსახლეობა კონგრესის შენობაში შეიჭრა – მათ პოლიტიკოსები ქუჩაში ძალის გამოყენებით გამოიყვანეს
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარ ფინანსებზე წვდომა დაკარგა. გაყინულია საბანკო ანგარიშები და საპენსიო დანაზოგებიც. მოქალაქეები პროტესტს სწორედ კუთვნილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით მართავენ.
ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული ბანკი, Ueno Bank, სრულად ჩამოიშალა. ამასთან, თანამდებობა დატოვა პარაგვაის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, რომელსაც Ueno Bank-თან მჭიდრო კავშირებს მიაწერენ. დაკავებულია რვა მაღალჩინოსანი, მათ შორის ბანკის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. გადააყენეს პარაგვაის პრეზიდენტიც.

Discussion about this post