იაპონიაში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრამ მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა კვირას, ადგილობრივი დროით 01:04 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ შიზუოკას პრეფექტურაში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ზარალი დაფიქსირდა აიჩის პრეფექტურის მახლობლად ვრცელ ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქ ჰამამაცუში, ისტორიულ დედაქალაქებში – კიოტოსა და ნარაში, ასევე გიფუსა და იამანაში, სადაც მთა ფუჯი მდებარეობს. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა, მზად იყვნენ მომდევნო კვირის, განსაკუთრებით კი უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში მოსალოდნელი ძლიერი განმეორებითი ბიძგებისთვის.

Discussion about this post