რუსებმა უკრაინაში დაბომბეს მაშველები, რომლებიც კამიშევახაში ნანგრევებს წმენდდნენ . უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ადგილას სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უკვე 7 დღეა მიმდინარეობს და ეს თავდასხმა „აბსოლუტური ცინიზმისა და სისასტიკის“ გამოვლინებაა. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ტექნიკა

Discussion about this post