საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა „ძლიერი საქართველო -ლელოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, რასაც სხვა მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, სასამართლო განხილვის ფარგლებში არ განიხილავს სარჩელში მითითებულ სტატიის ბმულებს. ასევე, არ მოხდება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გამოკვლევა.
რაც შეეხება შუამდგომლობის დაკმაყოფილებულ ნაწილს, საკონსტიტუციო ნადარიას განცხადებით, მხარეებს სხდომაზე სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

Discussion about this post