დედოფლისწყაროში, მეგობრობის ქუჩაზე გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა – შემთხვევის შედეგად 73 წლის კაცი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს .ინფორმაციას „დედოფლისწყაროს ახალი ამბები“ ავრცელებს. სამედიცინო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დაზარალებული გადაყვანილია კატასტროფის დამწვრობის ცენტრში. წინასწარი ვარაუდით, აფეთქება ღია ჩამრთველმა გამოიწვია, თუმცა ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

Discussion about this post