აშშ-ში წუხელ 10 000-მდე რეისი გადაიდო ან გაუქმდა .მიზეზი რადიოსიხშირულ სისტემებში მომხდარი მასშტაბური ხარვეზებია. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ფრენა დაახლოებით 7 საათით შეაჩერა. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს, მსგავსი ზომების მიღება „აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევაა“. აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა კი ავიაციაში მომხდარი მასშტაბური შეფერხება „მოძველებულ აღჭურვილობას დაუკავშირა“ – მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 55 წლისაცაა. ასევე, ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარი, დიდი ალბათობით, არც კიბერთავდასხმას უკავშირდება და არც ხელოვნურ ინტელექტს

Discussion about this post