რუსულმა ძალებმა კიევის ორ მთავარ ხიდს დაარტყეს . ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად მდინარე დნეპრზე გადებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდები დაზიანდა. მერის თქმით, დარტყმამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამავდროულად, უკრაინულმა ძალებმა ზედიზედ მეორე დღეა იერიში მიიტანეს ქერჩის ხიდზე, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა შეჩერებულია. ორმხრივი სარაკეტო და დრონებით შეტევები აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობს.

Discussion about this post