კომპანია, რომელიც კასპში ლაყე კვერცხებისა და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს, გარემოს დაბინძურების გამო დააჯარიმეს ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
„პატარა ორმოები ჰქონდათ გაკეთებული. იქ ყრიდნენ, დაგვხვდა ბევრი ბუმბული და კვერცხის ნაჭუჭები. იქ ისე იყო ყველაფერი მოწყობილი, რომ არც აპირებდნენ ამ ნარჩენების გატანას” – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
10 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ კასპში ლაყე კვერცხებისა და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება. შესაბამისი ნებართვის მისაღებად კომპანია ,,ჯიპიპის” ხელმძღვანელმა გიორგი ფირცხალაშვილმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 26 სექტემბერს მიმართა

Discussion about this post