2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება 5%-ით გაიზარდა, საწვავში გადახდილმა ფასმა კი 46%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე მოიმატა – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს.
განსაკუთრებით მკვეთრად ფასებმა ბოლო პერიოდში მოიმატა, ოქტომბერში ტონა საწვავის საშუალო ფასმა 1 475 დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით მეტია.
ათი თვის მონაცემებით, მთავარი საიმპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია (309 მლნ დოლარი), რომელსაც თურქეთი (238 მლნ დოლარი) და ბულგარეთი (215 მლნ დოლარი) მოჰყვებიან, ხოლო შემდეგ პოზიციებს რუმინეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.

Discussion about this post