მარნეულში დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ, გავლენიანი კავშირების გამოყენებით, მისი შვილის აზერბაიჯანის ციხიდან დახსნას დაპირდა . ინფორმაციას შსს ავრცელებს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გავლენიანი კავშირების გამოყენებით მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა. დაკავებულმა მამაკაცს მოთხოვნილი თანხა გამოართვა და თაღლითურად მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში

Discussion about this post