ვაკეში მდებარე 55-ე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მუნი სამ ბავშვს დაუდასტურდა.
„ორშაბათს დავასუფთავეთ სველი წესით – კონტრაქტორი გვყავს, რომელიც გვაწვდის ქლორს… გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაოები სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო… მათივე თქმით, არ არსებობს საფუძველი სასწავლო პროცესის შეჩერების“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია აბრამიშვილმა.

Discussion about this post