ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას გუშინ, 25 ივლისს შეეფარდა.
22 ივლისს გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ერთ-ერთი ბიჭი, 17 წლის ნიკოლოზ ხუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა

Discussion about this post