თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს მიმართა:
“თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ერს – ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია თურქეთის რეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გზავნილში” – ნათქვამია მიმართვაში.
როგორც ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ყაველაშვილმა “თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის”.

Discussion about this post