კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმა მოკლა, ერთმა კი გაქცევა მოახერხა – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები” კახეთიდან ავრცელებს
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ძმები ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა – მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძმები ცოტა ხნის წინ რუსეთიდან დაბრუნდნენ.

Discussion about this post